ტელეკომპანიების, CNN-ისა და MS NOW-ს (ყოფილი MSNBC), ასევე Politico-ს ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი თეთრ სახლში არ შეუშვეს.

სამივე საინფორმაციო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული მოვლენების გაშუქების უფლებების დასაცავად. სხვა მსხვილმა მედიასაშუალებებმა, როგორიცაა გაზეთები The Washington Post (WP) და The New York Times (NYT), აგრეთვე სააგენტო Associated Press (AP), კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

18 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ CNN-ის, MS NOW-სა და Politico-ს კორესპონდენტებს თეთრ სახლში შესვლას უკრძალავს, რადგან ეს გამოცემები ყალბ სიახლეებს ავრცელებენ.

2025 წლის თებერვალში ტრამპი ცდილობდა Associated Press-ის ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში შესვლის შეზღუდვას მას შემდეგ, რაც სააგენტომ უარი თქვა მექსიკის ყურისთვის აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად "ამერიკული" ეწოდებინა. სააგენტომ სასამართლოს მიმართა, რომელმაც დაადგინა, რომ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მედიას წვდომა სარედაქციო პოზიციის გამო შეუზღუდოს, რადგან ეს პრესის თავისუფლების პრინციპებს არღვევს. თეთრი სახლის აპელაციის შემდეგ, AP-ს ოვალურ კაბინეტსა და პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე შესვლა მაინც შეეზარუდა, მაგრამ თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება მისცეს.