საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთმა პირმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. დაშავებულებს შორის არის 12 წლის გოგონა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკულად ფასდება და ის მძიმე ჭრილობებით კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების ოფიციალური განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, მომხდარი რასობრივად მოტივირებული ტერორისტული თავდასხმაა. ჩხრეკისას, ეჭვმიტანილის სახლში იპოვეს ადოლფ ჰიტლერის "ჩემი ბრძოლა", ბიბლია და ყურანი.

"საქმე გვაქვს რასობრივად მოტივირებულ ტერორისტულ აქტთან", — აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური სამსახურები, რომლებიც ინციდენტის ყველა დეტალის დასადგენად ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.