აშშ-ში მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი ჩრდილოეთ კალიფორნიაში მდებარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბიძგების ეპიცენტრი კალიფორნიის შტატის ქალაქ ბოულდერ კრიკთან ახლოს, 10.9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი სან-ფრანცისკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 65 მილის დაშორებით მდებარეობდა.












