უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე ჩინეთმა კვლავ მოუწოდა კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისკენ.
დღეს დილით გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს გამოქვეყნებულ ბოლო პოზიციის ქაღალდში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისა და ცალმხრივი სანქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ბირთვული იარაღის გამოყენებას.
„კონფლიქტები და ომები არავისთვის არ არის კარგი. ყველა მხარემ უნდა შეძლოს დარჩეს რაციონალური და გამოიჩინოს თავშეკავება, არ დაუშვას ცეცხლის გაღვივება და დაძაბულობის ესკალაცია და ასევე არ დაუშვას კრიზისის შემდგომი გამწვავება ან თუნდაც კონტროლიდან გასვლა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
12-პუნქტიანი დოკუმენტი გამოქვეყნდა დასავლეთის იმ შიშის ფონზე, რომ ჩინეთმა შესაძლოა განიხილოს რუსეთისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხი. ჩინეთმა ამასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ ნათქვამს დეზინფორმაცია უწოდა.
დოკუმენტში ჩინეთი იმეორებს თავის ადრინდელ პოზიციას და აღნიშნავს, რომ „დიალოგი და მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისის ერთადერთი ეფექტური გამოსავალია“.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა ეფექტურად უნდა იყოს დაცული“, მაგრამ არაა აღიარებული რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა და არაა ნახსენებუ სიტყვა „შეჭრა".
„რეგიონის უსაფრთხოება არ უნდა იყოს მიღწეული სამხედრო ბლოკების გაძლიერებით ან გაფართოებით. ყველა ქვეყნის ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესები და საზრუნავი სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული და სათანადოდ განხილული“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც, როგორც ჩანს, ეხმიანება მოსკოვის შეხედულებას, რომელიც დასავლეთს ადანაშაულებს ნატოს გაფართოების გზით ომის პროვოცირებაში.
ამასთან ერთად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ცივი ომის მენტალიტეტი“ უნდა იქნეს დავიწყებული და ამით აშშ შეფარვით არის გაკრიტიკებული.
დოკუმენტში აგრეთვე კრიტიკულად აფასებს აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფართო ეკონომიკური სანქციებს. „ცალმხრივი სანქციები და მაქსიმალური ზეწოლა პრობლემას ვერ გადაჭრის; ისინი მხოლოდ ახალ პრობლემებს ქმნიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, ბირთვული იარაღის გამოყენების მიუღებლობა და ნათქვამია, რომ „აუცილებელია ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენცია და ბირთვული კრიზისის თავიდან აცილება". ჩინეთი ასევე აფრთხილებს ატომურ ელექტროსადგურებზე ან სხვა მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის საშიშროებებზე.