2022 წლის მაჩვენებლებით ჩინეთის მოსახლეობა შემცირდა, რაც ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა. ამის შესახებ ჩინეთის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშშია ნათქვამი.
2022 წლის მიწურულისთვის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობამ 1 411 750 ათასი შეადგინა, რაც 850 000-ით ჩამორჩება 2021 წლის მაჩვენებლებს. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში 9.5 მილიონი ადამიანი დაიბადა, ხოლო 10.4 მილიონი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის სახალხო რესპუბლიკაში 722 მილიონი კაცი და 689 მილიონი ქალი ცხოვრობს. რაც შეეხება შრომისუნარიან მოსახლეობას მათი რიცხვია 875 მილიონია, მოსახლეობის 62% - ამ კატეგორიაში შედიან 16-იდან 59 წლამდე ადამიანები.
მოსახლეობის კლების ფონზე გასულ წელს კვლავ იზრდება ურბანიზაცია, გასული წლის მიწურულს ჩინეთის ქალაქებში სულ 920 მილიონი მოქალაქე ცხოვრობდა, რაც გასული წლის მიწურულის მაჩვენებლებთან შედარებით 6.4 მილიონით აღემატება. ხოლო სოფლებში მცხოვრებლების რაოდენობა 491 მილიონით განისაზღვრა.