ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელმა არმიამ ტაივანის ირგვლივ მასშტაბური სამხედრო წვრთნები წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც კომბინირებულ შენაერთთა რეპეტიციის ფარგლებში იმიტირებული იქნება კუნძულის სრული საზღვაო და საჰაერო ბლოკადა.
წვრთნები კომუნისტურ პარტიასა და თვითმმართველი კუნძულის პრეზიდენტს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე მიმდინარეობს.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არ არის დაკონკრეტებული წვრთნების დასრულების თარიღი, ასევე ის საზღვაო ზონები, რომლებშიც წვრთნების მიმდინარეობისას ნაოსნობა აიკრძალება.
ტაივანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ 71 სამხედრო თვითმფრინავი და 21 ხომალდი გაგზავნა. გარდა ამისა წვრთნებში მონაწილეობდა მიიღო ჩინეთის სანაპირო დაცვის დანაყოფებმაც. მათგან 2 გემი კრიტიკულად მიუახლოვდა განაპირა კუნძულებს.
წვრთნებში მონაწილე დანაყოფებისა და დაგეგმილი რეპეტიციების მიხედვით, ჩინეთის მიზანი გაერთიანებულ შენაერთთა ოპერაციის მომზადებაა, რომელშიც კოორდინირებული უნდა იყოს ფლოტის, ავიაციისა და სარაკეტო ძალების მოქმედებები.




