თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევასუსტებთ, მომავალი წელი რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, - ამ გაფრთხილებით ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი გამოდის.
„თუ ჩვენ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის შენარჩუნების შესაძლებლობას ხელიდან გავუშვით, მომავალი წელი შეიძლება, კიდევ უფრო ხელსაყრელი იყოს მოსკოვისთვის. ეს წელი წარმატების საფუძველია, მომავალი წელი კი უფრო რთული იქნება“, - განაცხადა პაველმა.
მან თქვა, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებას არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პრინციპული თვალსაზრისითაც აფასებს:
„ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ უკრაინას მივცეთ ყველაფერი, რაც მას სუვერენიტეტის აღდგენისა და საზღვრებზე კონტროლის დასამყარებლად სჭირდება, ნებისმიერი ნაკლები დახმარება ჩვენი დამარცხება იქნება“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა უკრაინაში, ჩეხეთი კიევის აქტიური მხარდამჭერია.