ჩეხეთის ქალაქ ბრნოსთან ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის  შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 76 დაშავდა

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა ჩეხეთის ქალაქ ბრნოს მახლობლად, გზატკეცილზე მოხდა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, 14 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.