მამაკაცების მიერ სექსუალური აქტივობის გვიან დაწყება სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ახალგაზრდებში სექსუალური აქტივობის დაბალი მაჩვენებელი კვლავაც აოცებს მკვლევრებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევითი სექსი აღარ არის იმ სოციალურ სტიგმის მატარებელი, რაც ოდესღაც იყო, - წერს Radio Prague International.

ყველაფერი შეხვედრით იწყება. ბოლო წლებში გახშირდა გაცნობის აპლიკაციების დახმარებით ონლაინ გაცნობა, რაც, თეორიულად ადამიანების ერთმანეთთან შეხვედრას უფრო აადვილებს, ვიდრე ოდესმე. თუმცა, მიუხედავად  იმისა, რომ ახალგაზრდების 20.7% ონლაინ ხვდება ერთმანეთს, ყველა ასაკობრივ ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 13.4%-ია,  სექსუალური შეხვედრების ზრდაში ეს არ ასახულა და ტრადიციულ ადგილებში, როგორიცაა პაბები, ბარები ან წვეულებები. ასეთ ადგილებში შეხვედრების წილი  გასაკვირად დაბალია - მხოლოდ 11.2% 18-დან 25 წლამდე ასაკის პირებში - რაც ყველა ასაკობრივ ჯგუფს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ადრეული სექსუალური აქტივობის შემცირება შესაძლოა ცხოვრების წესის უფრო ფართო ცვლილებებისა და ინტიმურ ურთიერთობებზე ნაკლები ფოკუსირების გადაწყვეტილების შედეგი იყოს.

ონლაინ რეჟიმმა არა მხოლოდ პაემნები ჩაანაცვლა, არამედ ადამიანების სიახლოვის (ინტიმურობის) აღქმაც შეცვალა და ამაში მნიშვნელოვანი როლი პორნოგრაფიამ ითამაშა. პორნოგრაფიას  უყურებს მამაკაცების 89,5% და ქალების 67,6%. თუმცა, პორნოგრაფიული მასალის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საშუალო ასაკის ადამიანებში ფიქსირდება და არა ზრდასრულ ახალგაზრდებში.

პრაღის უნივერსიტეტის საავადმყოფოს სექსოლოგიის ინსტიტუტის ექსპერტები აღნიშნავენ სექსთან დაკავშირებული ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების მუდმივ გაჩენას, მათ შორის ხელოვნური ინტელექტით მართულ ეროტიკულ აპლიკაციებს, რომლებსაც სულ უფრო ხშირად იყენებენ ახალგაზრდა თაობა. „ვირტუალური დაკმაყოფილების“ ახალი ფორმების გაჩენასთან ერთად, ზოგიერთი ახალგაზრდა გამოხატავს შიშს და შფოთვას ვირტუალური სამყაროს გარეთ რეალურ ცხოვრებაში სექსუალური ურთიერთობებისადმი.

ახალგაზრდულ ასაკში სექსუალური აქტივობის შემცირების კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის ფართოდ გამოყენება ბავშვობის და მოზარდ ასაკში. სოციალური მედიის გამოყენების იზოლირებული ბუნება, რომელიც გამწვავდა COVID-19 პანდემიით, კიდევ უფრო ზღუდავს პოტენციური პარტნიორების შესახვედრად საჭირო სოციალური უნარების განვითარების შესაძლებლობებს. ეს გლობალური ტენდენცია დეტალურად არის შესწავლილი ჯონათან ჰაიდტის 2024 წლის წიგნში „თაობის შფოთვა“.

შემაშფოთებელი ფენომენი, რომელიც აჩვენებს სოციალური მედიის გავლენას ურთიერთობებსა და საპირისპირო სქესთან დაკავშირებულ შეხედულებებზე, არის „ინცელების“ ზრდა. იძულებითი ცელიბატები („ინცელები“) საერთაშორისო ტერმინია მამაკაცებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საზოგადოება ართმევს მათ სიყვარულსა და ინტიმურობას, რაც ხშირად იწვევს ქალების მიმართ უნდობლობასა და სიძულვილზე დაფუძნებულ იდეოლოგიას. ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ვრცელდება ქალთმოძულე და სიძულვილით აღსავსე იდეოლოგიები, მაგრამ „ინცელების“ შესახებ კონკრეტული მონაცემები არ არსებობს.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდა ჩეხები სრულიად თავს იკავებენ სექსისგან. შესაძლებელია, რომ მათი სექსუალური ცხოვრება ახალი მოლოდინების და ტექნოლოგიების იმედით იცვლება, - წერს  Radio Prague International-ი.