ჩეხეთის პრეზიდენტი ქვეყნის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას გეგმავს

1542966775
ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის განცხადებით, ის აპირებს მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს, რათა ჩეხეთის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანოს. ამის შესახებ მან ტელეარხ Barrandov-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ჩეხეთის ხელისუფლებამ უკვე გადადგა "ორი ნაბიჯი", რათა მათი დიპლომატიური წარმომადგენლობა იერუსალიმში გადავიდეს. პირველი ნაბიჯი იყო ჩეხეთის საკონსულოს გახსნა იერუსალიმში და მეორე იქნება „ჩეხეთის სახლის“ გახსნა, რომელიც ისრაელში ვიზიტის დროს გაიმართება.
მანამდე, ჩეხეთის პრემიერმინისტრმა ანდრეი ბაბიშმა და სხვა მაღალჩინოსნებმა თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს გადატანას მხარი დაუჭირეს.