ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ მისი ქალიშვილი აიშატ კადიროვა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერად დანიშნოს. ამის შესახებ კადიროვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

კადიროვის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ ხუჩიევმა გააჟღერა.

„მე მხარი დავუჭირე მუსლიმ ხუჩიევის წინადადებებს. რა თქმა უნდა, აიშატ კადიროვამ დიდი წვლილი შეიტანა რეგიონული კულტურის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში და შეიძინა მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება"

კადიროვმა აღნიშნა, რომ მან აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრის პოსტზე რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრემიერი მუსა დადაევი დაინიშნება.

აიშატ კადიროვა კულტურის მინისტრის პოსტზე 2021 წლის ოქტომბერში, 22 წლის ასაკში დაინიშნა, მანამდე იგი, ერთი წლის განმავლობაში, კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა

რამზან კადიროვის კიდევ ერთი ქალიშვილი, 20 წლის ხუტმატი ივნისიდან ჩეჩნეთის ჯანმრთელობის დაცვის სფეროს კურატორია, ვაჟი აჰმედი კი  2022 წლის სექტემბრიდან, 16 წლის ასაკიდან, ჩეჩნეთის ყველა საბავშვო და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.