აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაახლოებით 40 ირანელი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ამის შესახებ CBS News-ს წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

უცნობია, ეს მაღალჩინოსნები ერთ ადგილას იმყოფებოდნენ თუ სხვადასხვა ლოკაციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.

დაიღუპნენ ირანის თავდაცვის მინისტრი ამირ ნასირზადე და ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური მოჰამედ პაკპური.