ბულგარეთი რუსული გაზის ტრანზიტს სრულად 2028 წელს შეწყვეტს, რაც უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსული ბუნებრივი რესურსების გარეშე დატოვებს. 

 უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, როზენ ჟელიაზკოვმა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჟელიაზკოვის თქმით, მისი ქვეყანა უკვე სრულად აკმაყოფილებს გაზის საკუთარ საჭიროებებს საბერძნეთისა და თურქეთის ტერმინალებიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტით. ბულგარეთმა ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებებს შეერთებულ შტატებთან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ხელსაყრელი პირობებით, რაც უზრუნველყოფს, რომ მას შეუძლია, დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნა შემოდგომასა და ზამთარში.

ცნობისთვის, რუსული გაზი ევროპის ნაწილში თურქეთისა და ბულგარეთის გავლით შედის. ეს მარშრუტი სერბეთსა და უნგრეთს წელიწადში დაახლოებით 15-16 მილიარდი კუბური მეტრი გაზით ამარაგებს.

თარგმანი: პირველი არხი