ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის C-300-ის საზენიტო რაკეტების გადაცემას.
საკითხზე მსჯელობა დახურულ რეჟიმში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი თავდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვდა, ხოლო პრორუსული განწყობებით გამორჩეული სოციალისტურმა პარტია სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო.
ბულგარეთის პარლამენტის გადაწყვეტილებამ რუსეთის მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია - სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურში ამბობენ, რომ ბულგარეთის გადაწყვეტილება არღვევს ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბულგარეთს არ აქვს უფლება მესამე ქვეყანას გადასცეს რუსეთისგან მიღებული შეიარაღება.
"მოვუწოდებთ ბულგარულ მხარეს გადახედონ გადაწყვეტილებას და არ დაუშვან საერთაშორისო ნორმების დარღვევა",- ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.