ცნობილი ბრიტანელი მევიოლინე და დირიჟორი სერ ნევილ მარინერი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სერ ნევილი მსოფლიოში ერთ-ერთი კამერული ორკესტრის „წმინდა მარტინას აკადემიის“დამფუძნებელი იყო. ორკესტს სახელწოდება ცენტრალურ ლონდონში მდებარე ეკლესიის საპატივცემულოდ დაერქვა, რომლის წინამძღვარი მუსიკოსებს საშუალებას აძლევდა ეკლესიაში რეპეტიციები უფასოდ ჩაეტარებინათ. სწორედ აღნიშნულ ადგილზე გაიმართა ორკესტრის პირველი და ოფიციალური კონცერტი.

სწორედ აღნიშნულმა ორკესტრმა დაწერა მოცარტის ცხოვრების შესახებ მილოშ ფორმანის ფილმ „ამადეუსის“ მუსიკა, რომელსაც „ოსკარი“ აქვს აღებული. ეს ჩანაწერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლასიკური მუსიკაა.