ბრაზილიის პრეზიდენტმა უკან გაიხმო გარანტიები, რომ ბრაზილიაში ჩასვლის შემთხვევაში ვლადიმირ პუტინს არ დააპატიმრებენ. 

გასულ უქმეებზე ინდურ გამოცემა FirstPost-თან საუბარში ლულამ განაცხადა, რომ თუ კი პუტინი ბრაზილიაში გასამართ დიდი ოცეულის მომდევნო სამიტზე ჩავიდოდა ჰააგის სასამართლოს ორდერის მიუხედავად მას არ დააპატიმრებდნენ.

უკვე ორშაბათს ლულას პოზიცია შეიცვალა - "მე არ ვიცი დააკავებს თუ არა მას (ვლადიმირ პუტინს) ბრაზილიის სამართალდამცავი უწყება, ეს სასამართლო სისტემის გადასაწყვეტია და არა პრეზიდენტის",- განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.