ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ

სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა ტროპიკული ციკლონის და მისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, რომელიც ბრაზილიის რიუ-გრანდი-დუ-სულის და სანტა-კატარინა შტატებში.

რიო გრანდი-დუ სულის შტატის გუბერნატორის განცხადებით, რეგიონის 20-ზე მეტ ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ევაკურებულია 15 000-მდე ადამიანი.

მისი თქმით, ქარიშხალმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. უპრეცედენტო მასშტაბის კატასტროფამ  რეგიონის სულ 60 ქალაქი დააზარალა.

პრესა აღნიშნავს, რომ ძლიერი ქარის და ადიდებული მდინარეების გამო სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გართულებულია.