შვიდწლიანი კვლევის შედეგებით, ბრაზილიაში ამაზონის ტყის ხანძარი რეკორდულ მასშტაბს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს
წლის განმავლობაში  ბრაზილიაში ამაზონის ტყის ტერიტორიაზე 75 ათასზე მეტი ხანძარი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შვიდწლიანი ისტორიის მანძილზე ჩატარებული კვლევებით, ეს ხანძრის რეკორდულად მაღალი მონაცემებია. ყველაზე მშვიდი 2013 წელი იყო. შემდეგ კი 35 ათასზე მეტი ხანძარი გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამაზონი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეა. BBC-ის ცნობით, ამაზონის ტყეში ხანძარი უკვე 16 დღეა გრძელდება. პლანეტის ყველაზე დიდ ტყეში ხანძრის რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა. ხანძრის დიდი ნაწილის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ ადამიანები არიან. ბრაზილიის სახელმწიფო კოსმოსური ცენტრი INPE იტყობინება, რომ ბრაზილიაში ტყის ხანძრის რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან სააგენტომ 70 ათასზე მეტი კერა დაარეგისტრირა, ხოლო გასული კვირის ხუთშაბათიდან თანამგზავრის საშუალებით 9,507 ახალი ხანძარი დააფიქსირეს. როგორც სააგენტო წერს, ეს შარშანდელთან შედარებით, 83% -ით მეტია. ხანძრის კერების უმეტესობა ამაზონის აუზშია განლაგებული.