გაერო-ს კლიმატის კონფერენციაზე (COP30), რომელიც ბრაზილიის ქალაქ ბელემში იმართება, ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის გამო შენობიდან მონაწილეების დაუყოვნებლივ ევაკუაცია გახდა საჭირო.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
ცნობისთვის, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 30-ე ყოველწლიური კონფერენცია ქალაქ ბელემში 10-21 ნოემბერს იმართება. მოლაპარაკებებს ათასობით ადამიანი ესწრება.
თარგმანი: პირველი არხი




