ამის შესახებ ბალკანეთის ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

ბოსნია და ჰერცეგოვინაში კოკისპირულ წვიმებს ძლიერი წყალდიდობა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები მოჰყვა. 

ბოსნია და ჰერცეგოვინას ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, იაბლონიცას რაიონში 14 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ამ დროისთვის სულ მცირე 40 კაცი ითვლება.