ბოლონიასა და ვენეციას შორის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე ხანძარი გაჩნდა, რამაც ორ-ნახევარი საათით შეფერხება გამოიწვია. პოლიციამ,  მოგვიანებით, მიმდებარე ადგილებში გაწყვეტილი კაბელები და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

სატრანსპორტო სამინისტრომ ინციდენტები „დივერსიის აქტად“ შეაფასა და პარალელი გაავლო 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დროს განხორციელებულ ვანდალიზმთან.

„მოქმედებასა და დროში მსგავსებაა საფრანგეთის ინციდენტთან“, – განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა და ტრანსპორტის მინისტრმა, მატეო სალვინიმ.