ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 191 ადგილი მოიპოვა.
მედიის ცნობით, სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) ბლოკი, რომელიც ყოველთვის მეორე ადგილს იკავებდა, ამჯერადაც 135 მანდატით მეორე ადგილზე გავიდა.
მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები ECR და ID დაახლოებით იმავე შედეგებზე დარჩნენ, შესაბამისად 71 და 58 ადგილით.
"განაახლეთ ევროპამ" ევროპარლამენტში 22 ადგილი დაკარგა, მწვანეებმა კი 20.
ჯერჯერიბით უცნობია, ვის მხარდაჭერას გადაწყვეტს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.