კატარის ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, Qatar Energy-მ, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების ობიექტებზე ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა.

18 მარტს ირანმა რას ლაფანის სამრეწველო კომპლექსს დაარტყა, სადაც მსოფლიოში უდიდესი თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტებია განთავსებული.

"Qatar Energy ადასტურებს, რომ 19 მარტის გამთენიისას, მისი ზოგიერთი ობიექტი… სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა, რამაც მნიშვნელოვანი ხანძარი და დიდი ზიანი გამოიწვია", - ნათქვამია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.