Bloomberg: რუსეთს ეჭვი ეპარება, მადურომ ვენესუელაში ძალაუფლების შენარჩუნება შეძლოს

1549521983
რუსეთის ხელისუფლებას ეჭვი ეპარება, რომ ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ კრემლში კვლავ მადუროს უჭერენ მხარს, თუმცა ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლება უფრო და უფრო აქტიურად აღიარებენ იმას, რომ ვენესუელის ეკონომიკის კატასტროფული მდგომარეობა საზოგადოებაში მადუროს მხარდაჭერას ამცირებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ვენესუელის არმია უარს აცხადებს ღია კონფლიქტზე თანამოქალაქეებთან. კრემლი კი იმას აცნობიერებს, რომ ცოტა ბერკეტი აქვს მადუროს რეჟიმის გადარჩენისთვის, ეს აგრეთვე გამოწვეულია იმით, რომ რუსეთი ვენესუელისგან საკამოდ შორს მდებარეობს, რაც კრემლს არ აძლევს საშუალებას იქ დიდი რაოდენობით სამხედროები გაგზავნოს.
იანვარში ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო მადუროს წინააღმდეგ, ოპოზიციის ლიდერმა, პარლამენტის სპიკერმა ხუან გუაიდომ კი თავი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე, თავი პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა. მას მხარი დაუჭირა აშშ-მა, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ. რაც შეეხება რუსეთს, იგი ქვეყნის კანონიერ ლიდერად კვლავ ნიკოლას მადუროს მიიჩნევს.