აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ე.წ. "აგენტების კანონის" გამო დამატებითი ზომების მიღება არ გამორიცხა. ამის შესახებ მან ბრუკინგის ინსტიტუტში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების გამო, არამედ გადავდგით ნაბიჯები ამ შეშფოთების გამოსახატავად და ვფიქრობ, ამ მიმართულებით სავარაუდოდ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ.

ვფიქრობ, ეს კანონი აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოს სურს და რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას აშკარად სურს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.