ბიტკოინის კურსი 24 საათის განმავლობაში 10%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფომრაციას Coindesk-ი ავრცელებს.
26 დეკემბერს 8:53 საათზე ერთი ბიტკოინის ღირებულებამ 15,167 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იგივე დროს 25 დეკემბერს მის ფასი მხოლოდ 13,890 აშშ დოლარი იყო.
16 დეკემბერს ბიტკოინის კურსმა 19,5 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. 22 დეკემბერს კი 15,5 ათას აშშ დოლარამდე ჩამოვიდა.
25 დეკემბერს Morgan Stanley-ს ანალიტიკოსებმა ბიტკოინის კურსის 0-მდე ვარდნა დაუშვეს იმ შემთხვევაში, თუ იგი გადახდის ოფიციალური საშუალება არ გახდება.