უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან დაახლოებით რუსეთის 400 მოქალაქე გააძევა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გერმანიიდან, დაახლოებით, რუსეთის 400 მოქალაქეა გამოძევებული.
უწყების განმარტებით, ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას, მძიმე და ძალადობრივ დანაშაულებს, ასევე სხვა კანონდარღვევებს უკავშირდება.
2022 წლის თებერვლის შემდეგ გერმანიაში განსაკუთრებით გამკაცრდა კონტროლი და მიგრაციული პოლიტიკა იმ პირთა მიმართ, ვინც, შესაძლოა, რეგიონულ სტაბილურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უქმნიდეს საფრთხეს.




