ღაზის სექტორში „მშვიდობის დამყარებისა და გენოციდის დასრულების“ მოთხოვნით გერმანიის დედაქალაქ ბერლინში აქცია გაიმართა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, საპროტესტო აქციაში დაახლოებით 12 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

დემონსტრაცია, რომელიც ბერლინის ბრანდენბურგის კარიბჭესთან გაიმართა, გერმანიის მემარცხენე პარტიის, „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ და ალიანსის „მშვიდობიანი მსოფლიო“ მიერ იყო ორგანიზებული.

დემონსტრაციის მონაწილეებს მიმართა ჯგუფ Pink Floyd-ის წევრმა და დამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა.

„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს ძმებსა და დებს პალესტინაში. მთელ მსოფლიოში რიგითი ადამიანების დიდი უმრავლესობა ითხოვს იმ აღუწერელი დანაშაულის შეწყვეტას, რომელსაც ისრაელი სჩადის არა მხოლოდ ღაზაში, არამედ მთელ ოკუპირებულ პალესტინაში“, – განაცხადა როკ-მუსიკოსმა ვიდეომიმართვაში.

თარგმანი: პირველი არხი