„ალ-ჯაზირას ცნობით“, ხან იუნისში, ნასერის საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.
ტელეარხი აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებიც თავდასხმის გასაშუქებლად საავადმყოფოს სახურავზე აძვრნენ. თავდასხმამ საავადმყოფოს ზედა სართულები მოიცვა.
როგორც ამბობენ, ტელევიზიის გადამღები ჯგუფები და სხვა მედია საშუალებები სახურავზე შეიკრიბნენ, რათა ისრაელის თავდასხმის მომენტი გაეშუქებინათ. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი მედია სააგენტოს ცნობით, შემდეგი ჟურნალისტები დაიღუპნენ:
ჰოსამ ალ-მასრი - „როიტერის“ ფოტოგრაფი
მოჰამედ სალამა - „ალ-ჯაზირას“ ფოტოგრაფი
მარიამ აბუ დაკა - „ასოშეიტედ პრესთან“ დაკავშირებული ჟურნალისტი
მოაზ აბუ ტაჰა - „ენ ბი სი“ ქსელის ჟურნალისტი
ისრაელის გამოცემა „ჰაარეტცის“ ცნობით, დაახლოებით ორმოცდაათი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები და სამედიცინო პერსონალი.
ღაზის მედია ორგანო აცხადებს, რომ შენობას ორჯერ დაესხნენ თავს. პირველი დარტყმა საავადმყოფოს მეოთხე სართულს მოხვდა, ხოლო მეორე მაშინ განხორციელდა, როდესაც სამედიცინო პერსონალი ადგილზე დახმარების გასაწევად მივიდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა იყო ისრაელის თავდასხმის სამიზნე. ისრაელის სამხედროებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.