ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა გააძლიერებს იერიშებს ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლაზე", რათა ის "გაანადგუროს".

"მე გავეცი ბრძანება ჩვენი ოპერაციების კიდევ უფრო მეტად დაჩქარების შესახებ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

პრემიერ-მინისტრმა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ისრაელზე დრონებით თავდასხმაში დაადანაშაულა.

"ჩვენ გავაძლიერებთ დარტყმებს, გავზრდით ძალას და მათ გავანადგურებთ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.