ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი ისრაელს თუ თავს დაესხმება, თეირანის მიმართ პასუხი გაცილებით ძლიერი იქნება.

"დასრულდა ის დრო, როდესაც თეირანი ისრაელს ესხმოდა თავს და ამისთვის მაღალი ფასის გადახდა არ უწევდა.

ირანის ლიდერებს ვეუბნები: ნუ გექნებათ იმედი, რომ ყველაფერი გაჩუმდება, თავს თუ დაგვესხებით. დასრულდა ის დღეები, როდესაც ვინმე გვესხმის თავს და ჩვენ მათ ორმაგად არ ვპასუხობთ. ასე მოვიქცევით ყველას მიმართ, ვინც ზიანს გვაყენებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.