ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ბაზების ჩხრეკისას თანამედროვე რუსული იარაღი აღმოაჩინეს.

როგორც ნეთანიაჰუმ Le Figaro-სთან ინტერვიუში აღნიშნა, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2006 წელს მიღებული რეზოლუციით, მხოლოდ ლიბანის არმიას ჰქონდა უფლება ჰქონოდა იარაღი მდინარე ლიტანის სამხრეთით.

„თუმცა ამ ტერიტორიაზე „ჰეზბოლამ“ ასობით გვირაბი და საცავი გათხარა, სადაც ახლახან აღმოვაჩინეთ თანამედროვე რუსული იარაღი. ლიბანში ახალი სამოქალაქო ომი ტრაგედია იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ არის პროვოცირება. ისრაელი არ აპირებს ლიბანის შიდა საქმეებში ჩარევას“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ Le Figaro-ს.