ჩვენ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ მძიმე ომის შუაში ვიმყოფებით , – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ მძიმე ომის შუაში ვიმყოფებით ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი განადგურებისკენ მიისწრაფვის. ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ვიდგებით ერთად და უფლის დახმარებით, ერთად გავიმარჯვებთ. გავათავისუფლებთ ჩვენს მძევლებს სამხრეთით, დავაბრუნებთ ჩვენს მოსახლეობას ჩრდილოეთით, ჩვენ უზრუნველვყოფთ ისრაელის მარადიულობას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე მიუსამძიმრა ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს დღეს დაღუპული სამხედროების ოჯახებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის სამხრეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაციის დროს „ჰეზბოლას“ მებრძოლებთან შეტაკებებისას დღეს, რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა.
თარგმანი: პირველი არხი