ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყანას, „ჰამასთან“ ომის დასრულების შემდეგ, ღაზას სექტორის დაპყრობა, ოკუპაცია ან მართვა არ სურს.
„ჩვენ არ ვცდილობთ ღაზას ოკუპაციას და მართვას. თუმცა ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმა აღარ განმეორდეს. ასე რომ, ჩვენ უნდა გვყავდეს სანდო ძალა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შევა ღაზაში და მკვლელებს დახოცავს. რადგან ეს არის ის, რაც ხელს შეუშლის „ჰამასის“ მსგავსი ერთეულის ხელახლა აღმოცენებას”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ Fox News-სთან საუბრისას.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება.