ბელგოროდში დრონი შეეეჯახა „რესურსების მომწოდებელი კომპანიის ადმინისტრაციულ შენობას“. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

ადგილობრივ Telegram არხებისა და მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაზიანდა "გაზპრომის" ადმინისტრაციული შენობა. კომპანიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დილით ბელგოროდის თავზე ხუთი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. 12 აპრილის ღამეს, დეპარტამენტის ცნობით, ჩამოაგდეს კიდევ ოთხი დრონი - ერთი ბელგოროდის ოლქის თავზე და სამი როსტოვის ოლქის თავზე.