მას შემდეგ, რაც, ბელგიასა და ნიდერლანდებში ანტისემიტური თავდასხმები მოხდა, ებრაული თემისთვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ბელგიის ქალაქებში სამხედროები განალაგეს.
მანამდე, 9 მარტს, ბელგიის ქალაქ ლიეჟში აფეთქების შედეგად სინაგოგა დაზიანდა, რასაც ქალაქის მერმა, უილი დემეიერმა "ანტისემიტიზმის უკიდურესად ძალადობრივი აქტი" უწოდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
"დღეიდან ჩვენ ბრიუსელისა და ანტვერპენის ქუჩებში სამხედროებს ვაბრუნებთ რადგან უსაფრთხოება ფუნდამენტური უფლებაა," დაწერა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა X-ზე.
ბელგიის ხელისუფლების განცხადების მიხედვით, ფედერალურ პოლიციასთან თანამშრომლობით, სამხედროები ებრაული ლოკაციების, მათ შორის, სინაგოგებისა და სკოლების, უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
ფრანკენის თქმით, "ანტვერპენი კვლავ ოდნავ უფრო მეტად უსაფრთხოა... ისევე, როგორც ებრაული თემი. ჩვენ უარს ვეუბნებით ანტისემიტიზმს!"
ბელგიაში უსაფრთხოების გაძლიერებას ასევე წინ უძღოდა როტერდამში სინაგოგაზე თავდასხმა და ამსტერდამში ებრაულ სკოლასთან მომხდარი აფეთქება.
ნიდერლანდების პოლიციამ როტერდამში სინაგოგაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა, რომელთა ასაკიც 17-დან 19 წლამდე მერყეობს.
ბელგიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროების განლაგება სამ სხვადასხვა ფაზაში მოხდება: თავდაპირველად ბრიუსელსა და ანტვერპენში, შემდეგ კი ლიეჟში.




