ბელარუსი და ირანი შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებენ. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

ლუკაშენკომ ირანელ კოლეგასთან გამართულ მოლაპარაკებებს შინაარსიანი, თბილი და კონსტრუქციული უწოდა და თქვა, რომ მხარეებმა მიაღწიეს კარგ შედეგებს, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებში პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას უწყობს ხელს.

"ამ ცვლილებების კარგი შედეგი იქნება, თუ პრეზიდენტთან შეთანხმების შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ და ხელს მოვაწერთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.