22 მარტს მოსკოვის ოლქში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზზე ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილე, სულ მცირე, ორი პირი მოკლულია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერთი თავდამსხმელი შემთხვევის ადგილას დაიღუპა, მეორე კი – ბრიანსკის ოლქში, სადაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა Renault-ის მარკის ავტომობილს.
BBC-ის თქმით, მათ მოიპოვეს ერთ-ერთი მოკლული ტერორისტის პასპორტის ასლი. იგი 30 წლის ტაჯიკეთის მოქალაქეა, თუმცა, გამოცემა მისი სახელსა და გვარს არ ასახელებს. გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელი 2018 წლამდე რუსეთის ქალაქ პოდოლსკში ცხოვრობდა. ის რუსეთში 90 დღეზე მეტხანს დარჩენისთვის 5000 რუბლით დააჯარიმეს და რუსეთიდან გასვლა უბრძანეს.