BBC-მ დაამახინჯა პიტ ჰეგსეთის გამოსვლა ირანში ომზე და ისე წარმოაჩინა, თითქოს მან თქვა, რომ შეერთებული შტატები ირანელ "ხალხს" ესხმოდა თავს. ამის შესახებ The Telegraph წერს.
ირანში მყოფი აუდიტორიისთვის განკუთვნილმა ტელეარხმა BBC Persian-მა არასწორად თარგმნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადება და მაყურებელს უთხრა, რომ ვაშინგტონი ირანელ "ხალხს" სიკვდილს უქადდა.
სინამდვილეში, ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ირანის "რეჟიმს" დევნიდნენ.
BBC-მ, რომელმაც ორშაბათს პირდაპირ ეთერში გადასცა ჰეგსეთის გამოსვლა პენტაგონში, სიტყვა "რეჟიმი" თარგმნა, როგორც "მარდომ" - სპარსული სიტყვა, რომელიც "ხალხს" ნიშნავს. შესწორება მოგვიანებით გამოქვეყნდა.
შეცდომა ისრაელის მომხრე მედია აქტივისტებმა შენიშნეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეს BBC-ის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებდა. ამან სოციალურ მედიაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.




