გამომცემლობა Atlantic-თან საუბრისას, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, პუტინი მას, როგორც სხვა ადამიანებს, ორი საათი არ ალოდინებს.
"სიმართლე საერთოდაც ისაა, რომ პუტინი ყოველი ჩვენი შეხვედრისას ზრდილობიანი და გულახდილია. იგი არასდროს მალოდინებს ორი საათი, როგორც სხვა ზოგიერთ ადამიანს უკეთებს", - აცხადებს ობამა.
აშშ-ს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პუტინს რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობა იმაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე ამერიკაში ჰგონიათ.
"იგი ყოველთვის დაინტერეესებულია ჩვენთან მუშაობით და იმით, რომ ჩვენს პარტნიორად გამოჩნდეს, რადგან იგი სუსლელი არაა", - აცხადებს ბარაკ ობამა.