ბანგლადეშის ტრიბუნალმა ქვეყნიდან გაქცეულ ყოფილ პრემიერმინისტრს, შეიხ ჰასინას ანტისამთავრობო აქციების სასტიკად დარბევისთვის სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა.
2024 წლის ზაფხულში ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე შეტაკების შედეგად 200-ზე მეტი პირი დაიღუპა.
ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტური მოძრაობის ლიდერებმა ბანგლადეშის პრემიერმინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომა და სამთავრობო სამსახურებში კვოტური სისტემის გაუქმება მოითხოვეს.
პრემიერმინისტრი, შეიხ ჰასინა მოგვიანებით თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა. ამჟამად ის ინდოეთში ცხოვრობს. სასამართლომ ის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში ცნო დამნაშავედ.




