აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც აზერბაიჯანი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 2 მილიონ დოლარს გამოყოფს. განკარგულება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.
განკარგულების მიხედვით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ქვეყნის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონი დოლარი გამოეყოფა, რათა უკრაინას ენერგოაღჭურვილობა გაეგზავნოს.
"უკრაინაში ბოლო წლებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფომ უკრაინელი ერისთვის ჰუმანიტარული დახმარება რამდენჯერმე გამოყო.
აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის ურთიერთობები ვითარდება მეგობრობისა და პარტნიორობის საფუძველზე, შესაბამისი ორმხრივი დოკუმენტების საფუძველზე". - წერია განცხადებაში.