აზერბაიჯანის პრესა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ცესკოს მონაცემებს აქვეყნებს.
საარჩევნო უბნების 93,3%-ის მონაცემებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ამომრჩეველთა 92,05%-მა მისცა ხმა.
რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის გარდა ექვსი კანდიდატი კანდიდატი მონაწილეობდა. მათ ხმების 0,53%-იდან 2,17%-მდე მიიღეს.
აზერბაიჯანის პრესის ინფორმაციის, ილჰამ ალიევს გამარჯვება მიულოცეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ერაყის პრეზიდენტმა ჯამალ რაშიდმა, სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა, ჩრდილოეთ კვიპროსის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა, პაკისტანის პრეზიდენტმა არიფ ალვიმ, ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2003 წლის ოქტომბრიდან იკავებს.