საინფორმაციო სააგენტო „Agence France-Presse-ის“ ინფორმაციით, ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, ადგილობრივმა მმართველობამ, 700-მდე კოალა დახოცა.

ადგილობრივი გარემოს დაცვის ხელმძღვანელის, ლიზი ნევილის განცხადებით, კოალები საკურორტო ზონაში იმყოფებოდნენ. ნევილმა განმარტა, რომ კოალებისთვის ამ რაიონში არასაკმარისი საკვები იყო, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავიდან აეცილებინათ ცხოველებისთვის ტანჯვა.

ვეტერინარებმა სპეციალური საშუალებებით, დააძინეს კოალები. ლიზი ნევილის განცხადებით, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

კოალების ამოხოცვამ ცხოველთა დამცველების პროტესტი გამოიწვია. მათ ადგილობრივი და ცენტრალური მმართველები ცუდ მართვასა და ეკოლოგიური პრობლემების უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

ამჟამად ავსტრალიაში 100 ათას კოალაზე ნაკლები ბინადრობს, მათი რიცხვი კი სხვადასხვა მიზეზების გამო, უფრო და უფრო მცირდება.