ავიაკომპანიებმა United-მა, Delta-მ და British Airways-მა ისრაელის მიმართულებით ფრენების გაუქმება. ამის შესახებ The Times of Israel იუწყება.

„ამერიკის და დიდი ბრიტანეთის მთავარმა ავიაკომპანიებმა აცნობეს მგზავრებს, რომ ისინი აჩერებენ ფრენებს ისრაელში, „ჰამასთან“, „ჰეზბოლასთან“ და ირანთან დაძაბულობის ფონზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ფრენების გაუქმების გამო შეერთებულ შტატებში ათიათასობით ისრაელელი დარჩა. Delta და British Airways-ი ფრენებს 2 აგვისტომდე გააუქმებენ, ხოლო United-ი - 6 აგვისტომდე.

United Airlines-მა ასევე განაცხადა, რომ ავიაკომპანია შეწყვეტს რეგულარულ ფრენებს თელ-ავივის მიმართულებით.

ავიაკომპანიის განცხადებით, ისინი იძულებულნი იყვნენ მიეღოთ ასეთი ზომები უსაფრთხოების გამომდინარე. ამასთან, United Airlines-ში აღნიშნეს, რომ განაგრძობენ  ყურადღებით დააკვირდებიან ვითარებას და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას ფრენების განახლების შესახებ.