ასეთი განცხადება ლუიზიანის გუბერნატორმა. ტრამპის მიერ გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნულმა ჯეფ ლენდრი ამერიკული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯეფ ლენდრი არ ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი გრენლანდიას ძალით წაიღებს.

„არა მგონია, რომ ამაზე საუბრობდეს“.

ამის ნაცვლად, ჯეფ ლენდრი დასავლეთ ნახევარსფეროში გარკვეული დომინირების მიღწევაზე საუბრობს. ის თვლის, რომ ტრამპი მხარს უჭერს დამოუკიდებელ გრენლანდიას.  

„პრეზიდენტი მხარს უჭერს დამოუკიდებელ გრენლანდიას შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური თანამშრომლობით. მე ამას ყოველთვის ვამბობდი“.

მისი თქმით, „პრეზიდენტი ბიზნესმენია“. ის გრენლანდიას განიხილავს შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესების ჭრილში და თვლის, რომ გრენლანდიასთან ბიზნესი ორმხრივ სასარგებლო იქნება. 

ჯეფ ლენდრი ასევე ამბობს, რომ ისინი „აუცილებლად“ ჰკითხავენ გრენლანდიელებს, სურთ თუ არა ამერიკელები იყვნენ.

ინტერვიუში მას ასევე ეკითხებიან, ჩართავს თუ არა აშშ ნატოს დანარჩენ ქვეყნებს გრენლანდიასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში.

„ჩვენ უნდა ვკითხოთ გრენლანდიელებს. რას იტყვით ამაზე? რატომ არ შეგვიძლია გრენლანდიელებთან დიალოგის წარმოება ევროპის მონაწილეობის გარეშე?“, - უპასუხა ჯეფ ლენდრიმ.