ამერიკის შეერთებულ შტატებში 2017 წელს 16 სტიქიური უბედურება მოხდა, რომელთაგან თითოეულის მიერ მიყენებულმა ზარალმა $ 1 მილიარდს გადააჭარბა. ზარალის საერთო რაოდენობა $ 306 მილიარდია. ეს ქვეყანაში ახალი რეკორდია. ინფორმაციას ეროვნული ატმოსფერული და ოკეანის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი განმარტებით, ქვეყანას ისეთი კატასტროფები დაატყდა თავს, როგორიცაა: ყინვა, გვალვა, მასშტაბური ხანძარი, ორი წყალდიდობა, სამი ძირითადი ქარიშხალი ( "ჰარვი", "ირმა" და "მარია"), რვა ძლიერი შტორმი.

როგორც ეროვნული ატმოსფერული და ოკეანის ადმინისტრაცია იტყობინება, 1980 წლიდან ამერიკას სტიქიური უბედურებების გამო $ 1.5 ტრილიონის ზარალი მიადგა.