შეერთებულ შტატებში, ჰიუსტონში მდებარე ბანკში - Wells Fargo-ში შეჭრის, მუქარისა და ძარცვის საქმეზე, არასრულწლოვნები - 11, 12 და 16 წლის ბიჭები დააკავეს. მათ მოლარეს მუქარის წერილი გადასცეს, რის შემდეგაც ბანკის თანამშრომელმა ბავშვებს თანხა გადასცა. ფულით, რომლის ოდენობაც არ საჯაროვდება, არასრულწლოვნებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.
დაკავებამდე, FBI-მ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბანკში გადაღებული კადრი, რომელზეც სამი ბიჭი ჩანს და მოქალაქეებს სთხოვდა, ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, სამართალდამცველებისთვის მიემართათ. ორი არასრულწლოვნის ამოცნობა მშობლებმა შეძლეს, მესამის კი - სამართალდამცველმა.
როგორც ABC News-ი წერს, ასაკიდან გამომდინარე, FBI-ის ჰიუსტონის ოფისი დაკავებულებზე დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
თარგმანი: რუსთავი 2