აშშ-ში უჩვეულო და შოკის მომგვრელი ინციდენტი მოხდა — 4 და 7 წლის ძმებმა, სანამ უფროსებს ეძინათ, სახლის მშობლების ავტომობილის გასაღები იპოვეს. ბავშვები მანქანაში ჩასხდნენ, ძრავა ჩართეს და მოძრაობა დაიწყეს, რა დროსაც გზაზე მყოფ ქალს დაეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავებულმა ფეხით მოსიარულემ სერიოზული სხეულის დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
რაც შეეხება თავად ბავშვებს, ორივე მათგანი დაშავდა და კლინიკაში სტაბილურ მდგომარეობაში გადაიყვანეს (ერთ-ერთს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ხოლო მეორეს — კანტუზია აღენიშნებოდა).
ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები მომხდარის ყველა დეტალს იძიებენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ მოახერხეს ასე მცირეწლოვანმა ბავშვებმა მანქანის გასაღების მოძებნა და სატრანსპორტო საშუალების უპრობლემოდ დაქოქვა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.




