აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ჯილდო სამართლიანობისთვის“ პროგრამის ფარგლებში 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის, აგრეთვე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებული მაღალი თანამდებობის პირებისა და ფიგურების შესახებ ინფორმაციისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ბანერზე მოჯტაბა ხამენეი, მისი მოკლული მამის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ალი ასგარ ჰეჯაზი და უსაფრთხოების მაღალი თანამდებობის პირი, ალი ლარიჯანი, ძებნილ პირებად არიან მოხსენიებული.
სიაში ასევე შედიან უზენაესი ლიდერის უფროსი სამხედრო მრჩეველი, იაჰია რაჰიმ საფავი, შინაგან საქმეთა მინისტრი ესკანდარ მომენი და დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხატიბი.
ბანერზე ასევე მოხსენიებულია კიდევ ოთხი თანამდებობა მათი ვინაობის გარეშე: უზენაესი თავდაცვის საბჭოს მდივანი, უზენაესი ლიდერის სამხედრო დირექტორატის ხელმძღვანელი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მთავარსარდალი და უზენაესი ლიდერის მრჩეველი.
Got information on these Iranian terrorist leaders?
— Rewards for Justice (@RFJ_USA) March 13, 2026
Send us a tip. It could make you eligible for a reward and relocation. pic.twitter.com/y7avkqdGWw




